უკვე სუაბარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე - იალოვეცი ამერიკულ სანქციებზე
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი ამბობს, რომ ამერიკა 26 ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. დიპლომატის თქმით, თუკი არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ არ ჩაითვლება, აშშ დამატებით სანქციებს გაატარებს, მათ შორის, საუბარია ივანიშვილის დასანქცირებაზეც.
ვფიქრობ, ყველა დააკვირდება, რა მოხდება ოქტომბერში. გაყალბდება თუ არა არჩევანი, მისცემს თუ არა მთავრობა საერთაშორისო დამკვირვებლებს სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას. თუ ეს არჩევნები არ ჩაითვლება როგორც სამართლიანი, ღია და გამჭვირვალე, ვფიქრობ, დამატებითი სანქციები იქნება. უკევ საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, - ამბობს იალოვეცი.