უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

07.08.24 12:56
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. მოსახლეობის ევაკაუცია დაწყებულია. ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ. ბლოგერების ცნობით, კურსკის ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი, კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

ვრცელდება ცნობები ქალაქ სუჯის დაბომბვის შესახებ, ასევე სუმის ოლქში, რომელიც კურსკს ესაზღვრება, თვთმფრინავის ჩამოგდების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის უწყება კურსკში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებენ. გუბერნატორი კი ამბობს, რომ ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას უკრაინელების შეტევას“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. რუსი სამხედრო ბლოგერების ცობით კი უკრიანელების სმიზნე კურსკის ატომური ელექტროსადგურია.

მსგავსი სიახლეები