რუსული ოკუპაცია დღესაც გრძელდება - ბადრი ჯაფარიძე

07.08.24 13:16
რუსული ოკუპაცია დღესაც გრძელდება - ბადრი ჯაფარიძე

გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, მათ ღვაწლს, ბრძოლას და მათ მიერ დაღვრილ  სისხლს სამშობლოსთვის, არასდროს დავივიწყებთ!  , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რუსული ოკუპაცია და აგრესია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს არ დაწყებულა და ის  დღესაც გრძელდება, თუმცა  უახლოეს მომავალში აუცილებლად დასრულდება. 

16 წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში. ეს აგრესია გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, რომელიც უნდა დასრულდეს და დასრულდება მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით , ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებით თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, მაგრამ ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, მათ ღვაწლს, ბრძოლას და მათ მიერ დაღვრილ  სისხლს სამშობლოსთვის, არასდროს დავივიწყებთ!  

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან რუსეთის ფედერაცია და თავისი პოლიტიკა ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. აგრესია ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ამ პერიოდში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი არის სწორედ ჩვენი მეგობრების, დასავლური სამყაროს, ჩვენი ხალხის ერთგული მეგობრების დამსახურება და ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია სწორედ მოხდება მშვიდობიანად ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი ხალხის მშვიდობიანი ძალისხმევით და ეს არის სწორედ ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტია, როდესაც ჩვენი მეგობრები არიან ჩვენს გვერდით იქნება ეს ჭირი, როდესაც ჩვენ დაგვესხა თავს რუსეთი, თუ იქნება ეს ჩვენი ქვეყნის განვითარება.


ჩვენ ამოვდივართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პურველივე დღიდან და 7 აგვისტო არის სწორედ ის თარიღი, როდესაც მათ გადმოკვეთეს ჩვენი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ და რუსეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ ასე ვფიქრობთ და ყველას მოგიწოდებთ იფიქროთ, რომ რუსეთის აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, რუსეთის აგრესია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. ამის გამო იყო სამოქალაქო ომი, მათ მიერ იყო ინსპირირებული სამოქალაქო ომი, მათ მიერ იყო ინსპირირებული აფხაზეთში, ცხინვალში სისხლისღვრა, შემდგომ აგრესია 2008 წელს, ამიტომ რუსულ პროპაგანდას ნუ აყვებით. რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გრძელდება პირველივე დღისა დამოუკიდებლობის, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.

ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.

საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

 

მსგავსი სიახლეები