"ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით, წარმატებით ახორციელებს ახლა" - სამადაშვილი
"ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით, მან წარმატებით განახორციელა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული პროექტი მოახვია თავს ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს რუსეთს საქართველოში მოკავშირე ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის გეგმას ასრულებს,
ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით, მან წარმატებით დაიწყო ამ გეგმის განხორციელება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული პროექტი მოახვია თავს ჩვენს ქვეყანას. 16 წლის თავზე ამ სამამულო ომიდან, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს რუსეთს ჰყავს საკუთარი მოკავშირე ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებში, რომელმაც საკუთარი პოლიტიკით განახორციელა რუსეთის მიზანი და ამოცანები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს შეჩერებულია, - ამბობს სამადაშვილი.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.