ქართველ ხალხს თავისუფლების დასაცავად ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია - ლევან ცუცქირიძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე თანამებრძოლებთან ერთად დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა, სადაც მათ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როცა ქართველ ხალხს თვაისუფლებისთვის ბრძოლა შეუწყვეტია.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მოვედით ამ ადამიანებისთვის პატივის მისაგებად და მათი მსხვერპლის დასაფასებლად, რომელიც მათ სამშობლოს თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს თავისი ხანგრძლივი, საამაყო ისტორიის განმავლობაში ხან წაუგია რაღაც ბრძოლები, ბევრში გაუმარჯვია, მაგრამ არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლების დასაცავად, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.