ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციას- ეუთო-ში აშშ-ის მისია

07.08.24 14:23
ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციას-  ეუთო-ში აშშ-ის მისია

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ  ეუთო სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ ქართული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- წერია განცხადებაში
 

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და  26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება.  ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.
 

მსგავსი სიახლეები