“უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი აგრესორია“- ლევან ბეჟაშვილი
„გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი" - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა , ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს, რადგან უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი აგრესორია.
“დღეს მძიმე დღე არის იმდენად, რამდენადაც ჩვენმა გმირებმა პირადი თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივა და მომავალი. ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო და უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი აგრესორია. დღეს ეს ყველაფერი ცნობილი არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დღეს ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რათა მათ მოუპოვეს საქართველოს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნეს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ალვანში, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.