“გიორგი ანწუხელიძე ქართული გმირობის სიმბოლოა, ყველა ქართველი იამაყებს, რომ ჰყავდათ ასეთი გმირი“- გიორგი ბოტკოველი
„გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლო. თითოეული ქართველისთვის ის არის საამაყო და ყველა ის გმირი, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ “,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ გიორგი ანწუხელიძის გმირობის შესახებ ყველამ გაიგოს და ყველა ქართველმა იამაყოს ამით.
გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლო. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ მის ოჯახს, მის შვილებს, მის მეუღლეს და მე თვითონაც ჩემს შვილებს ხშირად ვესაუბრები და არაერთხელ ვყოფილვართ მის მემორიალთან და სისტემატურად ვცდილობთ, რომ გიორგის გმირობაზე გაიგოს ყველამ, ვინც არ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყოველთვის მოსაგონარი ამბავი თითოეული ქართველისათვის და თითოეული ქართველი იამაყებს, რომ ჰყავდათ ასეთი გმირი, როგორიც არის გიორგი ანწუხელიძე და ყველა ის გმირები, რომლებიც რუსულ აგრესიას შეეწირნენ. ძალიან ბევრის ისტორია ჩვენ არ ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი ეროვნული გმირი გვყავს, რომლებმაც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ალვანში, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.