აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - ვოლსკი

07.08.24 17:23
აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - ვოლსკი

აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ "ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ საკითხი განხილვის სივრცეს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. 

იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მაოწერა რეზოლუციას საერთაშორისო მაღალ ოფიციალურ დონეზე, რომ საქართველოა დამნაშავე ამ საომარი მოქმედებების დაწყების, რასაკვირველია, იქვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. მითუმეტეს, რომ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მტკიცებულებები გვეპოვნა, რათა სტრასბურგის სასამართლოში მოგვეგო რუსეთთან დავა. სამართლებრივად გავმართავთ ამას ყველაფერს, მაგრამ ფაქტების ჩამონათვალი, ამ დანაშაულებების ჩამონათვალი, რომელიც ომის წინა პერიოდში ხდებოდა და თუნდაც ომის შემდეგ ხდებოდა, რასაკვირველია, უნდა დაუბრუნდეს განხილვის სივრცეს, - ამბობს ვოლსკი.  

რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას  "საჯარო
 გასამართლებით"  ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო". 

"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.

"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება",- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა

ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზრებულად მოაწყო „უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულა“.

 

მსგავსი სიახლეები