ზურაბიშვილი პრემიერს ერგნეთიდან პასუხობს: ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც ვერ შევეგუებით

07.08.24 17:33
ზურაბიშვილი პრემიერს ერგნეთიდან პასუხობს: ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ის, რასაც ვერ შევეგუებით

“ეს არ არის, როგორც პრემიერმა ბრძანა-მოცემულობა, ეს არის ის, რასაც ვერ შევეგუებით“, - ასე უპასუხა ერგნეთიდან საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეს და აღნიშნა, რომ ოკუპაციის დავიწყება, ასევე შეგუება არ შეიძლება.

პრეზიდენტის თქმით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, სწორედ მოლაპარაკებით და სოფლის გაძლიერებითაა შესაძლებელი.

ამის როგორც დავიწყება, ასევე შეგუება არ შეიძლება, ეს არ არის, როგორც პრემიერმა ბრძანა- მოცემულობა, ეს არის ის, რასაც ვერ შევეგუებით, არ შეგუება კი ნიშნავს იმას, რომ  ყოველდღიურად, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს და არა იმაზე, რომ ომით და ძალით დავიბრუნოთ ტერიტორიები.

ამ ტერიტორიების დაბრუნება და მოსახლეობის გაერთიანება, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენამდე თქვა: ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და ამ თემაზე საპარლამენტო განხილვისას საუბარი იქნება. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა, მოსახლეობას შეხვდა და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები