"მშვიდობის კორპუსის" შესახებ, აშშ-ის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
ამერიკის საელჩო საქართველოში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ "მშვიდობის კორპუსი" საქართველოში მუშაობას აგრძელებს.
სალჩოში აღნიშნავენ, რომ პროგრამის დაპაუზების შესახებ ცნობები მცდარია.
საელჩო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აშშ უშუალოდ იმ პროგრამებს აჩერებს, რომლებითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს.
სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის 31 ივლისის განცხადების თანახმად, აშშ-ს მთავრობა აჩერებს პროგრამებსა და განვითარების პროგრამების კომპონენტებს, რომლითაც უშუალოდ სარგებლობს საქართველოს მთავრობა. ეს განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და ცრუ განცხადებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის ნორმებთან და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა "ნატო".
ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამებს, რომელიც უშუალოდ უჭერს მხარს საქართველოს ხალხს, მათ შორის სტუდენტებს, მცირე ბიზნესის მფლობელებს, ფერმერებს, სოფლის თემებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალიზებულ თემებს და დამოუკიდებელ მედიას",- წერს საელჩო.