16 წელი აგვისტოს ომიდან - 07.08.08 - დღე, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა
16 წელი აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან - დღე, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. მართალია, "ქართული ოცნება", ისევე როგორც კრემლი, საბრძოლო მოქმედებების დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს, მაგრამ მოვლენების ქრონოლოგია, 16 წლის წინ, სულ სხვაგვარად განვითარდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს.
პუტინის მიერ დაწყებულ იერიშს 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. 30-ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი, ამ დრომდე დევნილობაში რჩება.
ხელისუფლება, რომელმაც დღევანდელი დღე პოლიტიკური ანგარიშსწორების დაანონსებისთვის გამოიყენა, მუხათგვერდის სასაფლაოზე არ მისულა.
დილიდან ჩვენი გმირების ხსოვნას პატივს ოპოზიცია მიაგებდა. ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი კი, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, პრეზიდენტი იყო.
16 წელი აგვისტოს ომიდან - ხატია სამხარაძის რეპორტაჟი ნახეთ აქ
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.