დაანონსებული საჯარო სასამართლო - ივანიშვილის გუნდი ომის გამოძიებას გეგმავს
ომის დაწყების დღეს, “ქართული ოცნება“ ომის გამოძიებას აანონსებს - იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიას გმობს, საქართველოს ხელისუფლება საჯარო სასამართლოთი იმუქრება. მოსარჩელე “ქართული ოცნება“ იქნება, რომელიც არჩევნების შემდეგ, წინა ხელისუფლების გასამართლების პირობას დებს.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება ივანიშვილის გუნდმა საგანგებოდ, 7 აგვისტოს გამოაქვეყნა, იმ დღეს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
ივანიშვილის ხელისუფლება ისტორიის გადაწერას ცდილობს. მმართველი გუნდი დღემდე ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღიარებს და წინა ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
დეტალები ანა მდივანის სიუჟეტი ნახეთ აქ
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.