მსოფლიო აგვისტოს ომს ეხმაურება

07.08.24 20:12
მსოფლიო აგვისტოს ომს ეხმაურება

მთელი ცივილიზებული სამყარო  საქართველოში ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს ასახელებს.  დასავლეთიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არ წყდება.  

ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- წერია  ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს გვერდით დგას დიდი ბრიტანეთიც და  ევროკავშირიც.  არ დარჩენილა პრაქტიკულად არცერთი სახელმწიფო და ევროკავშირის არცერთი ლიდერი, რომელიც  საქართველოს და ქართველ ხალხს ამ მძიმე დღეს მხარდაჭერას არ უცხადებდეს.  

ომი 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. სწორედ რუსეთის  სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად  დაიღუპნენ და დაშავდნენ საქართველოს მოქალაქეები“,- აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც კიდევ ერთხელ უდასტურებენ  ქართველ ხალხს ერთგულებას.

როგორ უპირისპირდება ოცნების პროპაგანდა ომზე დასავლეთის გზავნილებს - ინა ცარციძის რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები