სასამართლომ სადიგოვი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა - სახდეპი მის გათავისუფლებას ითხოვს

07.08.24 20:27
სასამართლომ სადიგოვი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა - სახდეპი მის გათავისუფლებას ითხოვს

კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას, ამჯერად ეუთოდან -"გაითვალისწინეთ რისკები, რაც აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემას მოყვება" -  განცხადება დღის ბოლოს ეუთოს პრესის თავისუფლების წარმომადგენელმა  გააკეთა. მანამდე კი სახელმწიფო დეპარტამენტი. "დაუყონებლივ გაათავისუფლეთ  აფგან სადიგოვი" -  ამ მიმართვას, რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობაა, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.  

წერილიდან, რომელიც დღეს  ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა, ვიგებთ, რომ შტატები შეშფოთებულია  "აზელ ტვ"-ის რედაქტორის დაკავებით.

სადიგოვს   ხელბორკილები თბილისის ცენტრში 3 აგვისტოს დაადეს. სპეცოპერაცია ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა.  სასამართლომ ის სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ  გაირკვევა, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.

ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები