„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

07.08.24 20:04
 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთი- საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის განცხადებით, “ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლას.“

„დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულ რაინდებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ ომში, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება და ეს არის საწინდარი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდება და წინ წავა და ნამდვილად  შევძლებთ დავიხსნათ თავი რუსეთის იმპერიისგან და ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.
 

მსგავსი სიახლეები