საქართველოს ხელისუფლება რუსულ ოკუპაციას აგრძელებს - ანა დოლიძე

07.08.24 21:13
საქართველოს ხელისუფლება რუსულ ოკუპაციას აგრძელებს - ანა დოლიძე

“ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ოკუპაციას სხვადასხვა ფორმებით აგრძელებს.

როგორც დოლიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, საქართველოს თავისუფლების დაცვა დღესაც არ დასრულებულა და ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავდნენ.

საქართველოს თავისუფლების დაცვა დღესაც არ დასრულებულა, პოლიტპატიმრები გვყავს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავდნენ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ჯერ ჩექმით, ნიჩბით და ტანკით არა, როგორც ეს 9 აპრილს მოხდა, მაგრამ სხვადასხვა ფორმები, თუნდაც პროპაგანდით იმ საქმეს აგრძელებს, რაც არის რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და კოლონიზაცია. “ოცნება“ იმის მაგივრად, რომ დღეს და ხვალ ვიფიქროთ იმაზე როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და მტერს ვუჩვენოთ ერთი ძალა, შიგნით ქილიკით, ზიზღის გაღვივებით და ნავთის დასხმით არის დაკავებული. ეს ცალსახად რუსული საქმეა“,- განაცხადა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები