"ლელოს" ლიდერები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოფელ ერგნეთში ადგილობრივებს შეხვდნენ
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოფელ ერგნეთში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
მოსახლეობამ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რამდენად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრებს და როგორ დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ ისინი ოკუპანტების პირისპირ.
პარტიის ლიდერებიომის მუზეუმშიც იმყოფებოდნენ, რომელიც ერგნეთში ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.
რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ოკუპაციას დარჩენილი 80 პროცენტის ჩვენი, "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლების მიერ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლიას იმ არაჩვეულებრივი ნაკრებისთვის, იმ ფაქტობრივ მასალისა, რომელიც 16 წლის წინ ამ ტერიტორიაზე ჩვენს მიწა-წყალზე მოხდა. ეს არის ის ტკივილი და ის სისხლი, რომელიც უბრალოდ წარუშლელია", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.