ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვტკივა ოკუპირებული ტერიტორიები - ჯაფარიძე

08.08.24 13:43
ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვტკივა ოკუპირებული ტერიტორიები - ჯაფარიძე

"სანამ ოკუპაცია გრძელდება, ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვტკივა ოკუპირებული ტერიტორიები" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ერგნეთში ჩასული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი ის მოუშუშებელი ტკივილია, რომელიც ქართველ ხალხს ყოველ დღე უნდა ახსოვდეს.

ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს ეს ტკივილი. ეს ჭრილობა არის ღია. სანამ ოკუპაცია გრძელდება, ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა, გვტკივა ოკუპირებული ტერიტორიები, გვტკივა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ტკივილი, რომელიც იდევნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოკუპანტის მიერ, რომელიც განიცდის შევიწროებას. ეს მუზეუმი პირდაპირ ასახავს იმ ტრაგედიას, რომელიც რუსმა აგრესორმა დაატრიალა ქართულ მიწაზე და დღესაც ვსაუბრობდით, თუ რამდენი ძეგლი, რამდენი ეკლესია დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოფელ ერგნეთში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

მოსახლეობამ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რამდენად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრებს და როგორ დატოვა საქართველოს  ხელისუფლებამ ისინი ოკუპანტების პირისპირ.

პარტიის ლიდერებიომის მუზეუმშიც იმყოფებოდნენ, რომელიც ერგნეთში ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.