''სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე''- თინა ბოკუჩავა

08.08.24 13:49
''სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე''- თინა ბოკუჩავა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ''ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, ვალეში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ.

 განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილია კონკრეტულად ვალე, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი. სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს წარმოუდგენელი ეკონომიკური განვითარება, მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ნაცვლად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები ებრძვიან სიღარიბეს, უმუშევრობას, ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით ქალებს უწევთ წასვლა იძულებით ემიგრაციაში. ეს რეგიონი, ისევე როგორც მთელი საქართველო ებრძვის უიმედობას, უპერსპექტივობას და ამის დამარცხების და დასრულების შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ 26 ოქტომბერს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგად მოტანილი სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია, ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. კატასტროფულად გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობა, ესეც უნდა დავასრულოთ და ამ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე მუშაობს, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის მუშაობს. ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებული ეკონომიკური პერსპექტივა თუ როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც არის ვარძია, ბორჯომის ტყე-პარკი და ზოგადად უნიკალური წყლები, აბასთუმანი და ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც შეიძლება იყოს აბასთუმანში, მათ შორის ობსერვატორია, სადაც არის რაბათის ციხე, იქ არ იყოს უმაღლეს დონეზე განვითარებული ტურიზმი.

მიხეილ სააკაშვილმა როდესაც ჩაიბარა მმართველობა 2003 წელს 50 ათასი ტურისტი შემოდიოდა საქართველოში, მაგრამ როდესაც მან დატოვა ხელისუფლება, თითქმის ათ მილიონამდე იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა და მაშინ მე მახსოვს, რომ ივანიშვილის გარემოცვა და თავად ივანიშვილი ცინიზმით საუბრობდნენ ხოლმე ტურისტულ სექტორზე და რეალურად, ეს არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც პრეზიდენტი სააკაშვილის ძალისხმევით შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც ახლა ინერციით მუშაობს ამ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ აქაც მაღალი მყიდველობისუნარიანი ტურისტები არ შემოდიან საქართველოში, რომ დამატებითი ღირებულა შეიქმნას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სიკეთე იმისთვის, რომ აქ შემოდის ტურისტი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ დასაქმება, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. აქაც ვერ განავითარა ივანიშვილმა ვერაფერი, რადგან აქაც მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არის დაინტერესებული. აბასთუმანზე როდესაც ვსაუბრობთ, რაც იქ ხდება დარწმუნებული ვარ თქვენ ჩემზე კარგად იცით.მიიტაცა ივანიშვილმა მიწები ნახევარ ფასად და ახლა სახელმწიფო ტენდერებით აშენებს საკუთარ ქონებას, ანუ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან უღებს ფულს მილიარდერი ივანიშვილი და საკუთარი ქონების მშენებლობაში დებს ამ ფულს ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული ჩაიდოს მაგალითად წყლის მომარაგების პროექტებში, როდესაც 21-ე საუკუნეში გრაფიკით მიეწოდება წყალი ვალეს და არის დღეები, როდესაც შეიძლება საერთოდ არ იყოს წყალი და რატომ ? იმიტომ რომ ის გამოყოფილი თანხები, მილიონობით ლარები მიდის ივანიშვილის და მისი კორუმპირებული გარემოცვის ჯიბეებში ნაცვლად იმისა, რომ იდებოდეს იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც სასიცოცხლოდ ჭირდება ვალეს, სამცხე-ჯავახეთს, მთელ საქართველოს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ამას იმისთვის კი არ უნდა ვიყენებდეთ, რომ ვალეს მცხოვრებთა უმრავლესობა გადადიოდეს საზღვარზე იმისთვის, რომ პროდუქტები იყიდოს იაფად, რადგან აქ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს, ეს ყველაფერი კი ხელოვნურად ხდება, რადგან ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, სექტორული მონოპოლიები, რომელიც ივანიშვილს აქვს და იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაში კი არ ირჯება, არამედ  მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს.- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.