ყველა ხვდება 26 ოქტომბერი არის არჩევნები, როცა უნდა გავცეთ კითხვას პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ-გიორგი ვაშაძე
ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. დღეს ახალციხეში, ვალეში ვიმყოფებით - ყველა კარგად ხვდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებია, როცა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.
„ეს არის არჩევნები საქართველო ევროკავშირში, ქართველი ხალხი ძლიერი, შემოსავლიანი, დასაქმებული, თუ ის რაღაცა ელიტა მდიდარი, ხალხი ღარიბი, რომელიც დღეს, ახლა არის ქვეყანაში.
ვეიმედებით ხალხს იმიტომ, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ გავაკეთებთ, იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება. გზა გამარჯვებისკენ არის ერთიანობაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ''ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, ვალეში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.