“საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში“- ანა ფოტიგა

08.08.24 14:43
“საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში“- ანა ფოტიგა

ყოფილი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ “2008 წლის აგვისტოში ქართველების და მათი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამბედაობამ თბილისი გადაარჩინა“.

ამასთან, ფოტიგა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მაშინ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის აგრესიაზე გულგრილი იყო.

16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა დაიწყო.

ქართველების და მათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამბედაობამ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების სწრაფმა ქმედებებმა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა თბილისი. 

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის აგრესიაზე გულგრილი იყო, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მცდელობისა. საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელს უწყობდა რუსეთის ინტერესებს და შემდგომში აგრესიული ქმედებების გატარების საშუალება მისცა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიის „ბორდერიზაცია“ და ყირიმის ანექსია.

საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს მათ სუვერენულ ტერიტორიას“, - წერს ფოტიგა X - ზე.