ხელისუფლება სრულ იზოლაციას გვთავაზობს, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა გააღარიბა მოქალაქეები - გია ჯაფარიძე
''საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სრულ იზოლაციას, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები“- ეს განცხადება გააკეთა ''ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერმა გია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საზოგადოებისთვის. მოქალაქეებმა ან უნდა არჩიონ კეთილდღეობა ან კვლავ სიღარიბე და უსამართლობა.
ჩვენ ვიმყოფებით ახლა საქართველოს სამხრეთ კარიბჭესთან,წესით ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს აქ უნდა იყოს დიდი სატრანსპორტო კვანძი,რომელსაც ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა, სატრანსპორტო კვანძი არამხოლოდ საქართველოსთვის,არამედ ის მოემსახურებოდა მთლიანად რეგიონს.ეს იქნებოდა საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელოვანი ზრდა იმ ვითარებაში,როცა სანქცირებულია რუსეთი,როცა სანქცირებულია ირანი,ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ე.წ.დერეფნის განვითარებას.იმის ნაცვლად,რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ იმაზე, როგორ განვავითაროთ, როგორ უნდა იყოს უკვე განვითარებული ჩვენი კარიბჭე, ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს დაყოფას, დაპირისპირებას, ზიზღს, საერთაშორისო იზოლაციას, სიძულვილის ენას, ძალადობას.მეორე მხარეს თუ გადახვალთ, თურქეთის რესპუბლიკაში, აღმოაჩენთ,რომ პირველადი მოხმარების საგნები, ეს იქნება, ვთქვათ, საკვები პროდუქტი, ეს იქნება სასმელი, ეს იქნება, ქიმიური მრეწველობის საშუალებები,აღმოაჩენთ, რომ ის ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში.აღმოაჩენთ, რომ იქით მხარეს ცხოვრება უფრო იაფია, აი ტურიც უფრო იაფი გამოგდით იქით მხარეს, ვიდრე აქეთ.იქით არის ჩვენი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.ამის სანახავად თუ გადადიან ჩვენი მოქალაქეები, ვინც გადასულა ყველა დამეთანხმება, რომ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სამჯერ უფრო იაფი გამოდის, ზუსტად პირველადი მოხმარების საგნები, ვიდრე საქართველოში. კითხვა ხომ უნდა დავსვათ, რას აკეთებს თურქეთის რესპუბლიკა ისეთს, რასაც არ ვაკეთებთ ჩვენ. რატომ არის ჩვენთან ყველაფერი უფრო ძვირი, ვიდრე არის აქედან, რამდენიმე ათეულ მეტრში იაფი, თურქეთის რესპუბლიკაში. მე მგონი, რომ, ამის მიზეზი არის ერთადერთი, საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მართავს ამ ქვეყანას, რომელმაც არ მისცა საქართველოს განვითარების საშუალება, რომელიც აპირებს, რომ ისევ სიღარიბეში, უმუშევრობაში, აი ამ ჭაობში დატოვოს ქვეყანა, , სადაც აღარ იქნება სიღარიბე, სადაც იქნება სოციალური დაცულობა, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დაბალი ფასები და მაღალი შემოსავალი- განაცხადა გია ჯაფარიძემ.