“ხელისუფლების განცხადებები ერთი-ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას“- უჩა ნანუაშვილი
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის პროპაგანდაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი პოლიტიკით “პრაქტიკულად ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ სცილდება ევროპას“.
ხელისუფლება წლებია, აგრძელებს რუსეთის პროპაგანდას, იმისთვის რომ საქართველოს არ ჰქონდეს მომავალი, ევროპული ინტეგრაციისკენ პერსპექტივა. მათი ბოლო დროინდელი განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდება, ერთი-ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც ვისმენთ წლების განმავლობაში.
სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში, როდესაც ახლოს ვართ ევროკავშირთან, ახლოს ვართ ინტეგრაციის გზაზე, ისმის ეს განცხადებები და პრაქტიკულად, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ სცილდება ევროპას, სწორედ ამათი პოლიტიკით“,- განაცხადა ნანუაშვილმა.