“რა უნდა გამოვიძიოთ - ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია!“- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„გირჩის“ დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი “ოცნების“ განცხადებას “აბსურდს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს “წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი".
მისი თქმით, მათ ახლაც არაფერი უშლით ხელს, გამოძიების ჩატარებაში, თუმცა ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი.
პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ - ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია! „ქართულ ოცნებას" არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს, ან ადრე გამოეძიებინა - მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი, ან სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.