სერგეი შამბას მტკიცებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.
მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ არის”, –უთხრა შამბამ გამოცემას.
2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს. როგორც ის ამბობდა, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.