გმირების ოჯახების პასუხი "ოცნებას": რუსეთი მტერია, რუსეთი კლავს!
ომში გარდაცვლილი გმირების მშობლების პასუხი ხელისუფლებას - იქ, სადაც ოლიგარქის გუნდი პოლიტიკურ შურისძიებას აანონსებდა, მებრძოლების ოჯახის წევრებმა ივანიშვილის გუნდს უთხრეს, რომ რუსეთი მტერია და რუსეთი კლავს.
გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ და არჩილ ტატუნაშვილის დედამ "ოცნებას" დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, როგორი სისასტიკით მოკლეს ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლები.
იმ დროს, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია წამებით მოკლული გმირების საქმეების გამოძიებისთვის, მებრძოლების ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, რა უნდა გამოიძიონ ომზე. "რუსეთი ბოროტების იმპერიაა და მან მოგვიკლა შვილები" -ამბობდნენ დღეს ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდეს პუტინის რეჟიმის სისასტიკე.
ადამიანები, რომელთა შვილების სისხლი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღვარა, "ქართულ ოცნებას" რუსეთთან დაახლოების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.