15 მილიონზე მეტი ბიუჯეტიდან ყოფილი მაღალჩინოსნის მამას - მკვლევარები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ

08.08.24 20:29
15 მილიონზე მეტი ბიუჯეტიდან ყოფილი მაღალჩინოსნის მამას - მკვლევარები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ

15 მილიონზე მეტი ბიუჯეტიდან ყოფილი მაღალჩინოსნის მამას. იმ დროს, როდესაც ვახტანგ  კაპანაძე მდიდრდებოდა, მისი შვილი სამცხე- ჯავახეთის  ძალოვან უწყებებში  სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მას შემდეგ, რაც მამის კომპანია ხალხის ფულით გამდიდრდა, ექსმაღალჩინოსანმაც ბიზნესში გადაინაცვლა.  სკანდალური კვლევა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს, ეჭვებს კორუფციაზე აჩენს.

ყოფილი ძალოვნის მამა, რომელიც  ხელისუფლებასთან  დიდი გავლენებით სარგებლობდა, სახელმწიფო ტენდერებში ან უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ან  უწყებები  მასთან გამარტივებულ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ.  კაპანაძეების ეს საქმეც  კლასიკური მაგალითია, როგორ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე   ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების სალაროს შევსება, სამაგიეროდ კი პარტიის ყულაბაში ფულის შეტანა. კაპანაძე ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.

ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი.