გამოძიება: აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვური რეზიდენციები
აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს.
საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.
გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.
TI-ის გამოძების მიხედვით, ქონებები ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზეა რეგისტრირებული. ამ უკანსკნელს ივანიშილის ოფშორული ომპანიის საშუალებით ფლობს.
დოკუმენტის თანახმად, მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ივანიშვილი ცხოვრებას, ფაქტობრივად, რუსეთში აწყობს და გასაკვირი არ არის , რომ მას საქართველოს ევროინტეგრაცია არ სურდეს.
რამდენიმე თვის წინ და რამდენიმე წლის წინაც შეიძინა გარკვეული ქონება ძალიან პრესტიჟულ უბანშ იმოსკოვში. ეს არის ორი რეზიდენცია და მის გარშემო უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. იგი ამ ქონებას აქირავებს. ამ ქონების დაახლოებითი ღირებულება არის 14 მლნ დოლარი და იგი ამ ოპერაციებს ახორციელებს დასანქცირებული რუსული ბანკების მეშვეობით. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას არა მხოლოდ, სულ ცოტა, ერთი კომპანია აქვს და მის ოჯახის წევრებს, არამედ იგი იძენს ქონებას და ფაქტობრივად, თავის ცხოვრებას აწყობს რუსეთში და როდესაც ფიქრობ ამაზე, ეჭვი შეიძლება შეგეპაროს იმაში, რომ ამავდროულად, მას ჩვენი ქვეყნისთვის უნდოდეს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ის არის რუსი ოლიგარქი და მას უნდა, რომ საქართველო გადააქციოს რუსულ ჭაობად. ამის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი არის ის, რომ მას აქვს როგორც ბიზნესინტერესი, ასევე ქონება და ამ ქონებას იგი იძენს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ აკეთებს „ქართული ოცნება“, რატომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირს, აქ არის ზუსტად პასუხი. „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ბიძინა ივანიშვილი კი თავის ბიზნესს და თავის მომავალს აწყობს რუსეთში, რაც ჩენ არ გვინდა. ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში და არაფერი გვესქმე რუსეთთან, იმიტომ, რომ რუსეთი არის ჭაობი,- - ამბობს TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაური.