"სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ხალხს აწუხებს" - ენმ-ს ლიდერები იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ
საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და ენმ-ის პარლამენტის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ. “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს, გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს. ასევე გააცნეს მათი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვა.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ იორმუღალოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მძიმე ვითარებაა. მისი თქმით, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მიმდინარე წელი ცვლილებების წელი უნდა იყოს, რათა ხალხმა უკეთ ცხოვრება შეძლოს.
დღეს ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში, სადაც მთლიანად სიკეთის წარმომადგენლები ვაჭრობენ და თავის სასურველ სამეურნეო პროდუქციას ყიდიან და ამ ბაზარშიც ჩანს თუ რა მძიმე ვითარება არის ქვეყანაში, როდესაც ინფლაციაა, ფულს ფასი არ აქვს, ადამიანებს არ შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზება და ყიდვა და სახეზე არის ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ხალხს აწუხებს, ამიტომ ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ ეს წელი იყოს ცვლილებების წელი, ეს მთავრობა შეიცვალოს და ხალხს მიეცეს საშუალება უკეთ იცხოვროს, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.