“მონოპოლიებს აუცილებლად დავასრულებთ“ - გიორგი ვაშაძე
ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, ერვოკავშირსა და ჭაობს შორის, - ასე აფასებს „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე 26 ოქტომბრის არჩევნებს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მონოპოლიები უნდა დასრულდეს. ვაშაძე პირობას დებს, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ არცერთი ქალაქი და სოფელი უყურადღებოდ არ დარჩება.
განწყობა არის ერთიანობისკენ, განწყობა არის ცვლილებებისკენ, განწყობა არის მომავლისკენ, განწყობა არის ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში შეთანხმებაა, რომ წარსულში უნდა დავტოვოთ “ ქართული ოცნება”. ეს არჩევნები ხო ამაზეა, ეს პარტიული არჩევნები არ არის. ეს არჩევნები არის წარსულსა და მომავალს შორის. ევროკავშირსა და ჭაობს შორის რომელშიც “ ქართული ოცნება”გვაცხოვრებს.
ზოგადად, ხალხს უჭირს, გაზრდილი ფასები, გლეხის ნაშრომს არაფრის ფასი არ აქვს. რაც შემოტანილია, რაზეც მონოპოლიებია უზარმაზარი ფასები ადევს. ეს აწუხებს საზოგადოებას და ამ მონოპოლიებს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. ყველა სოფელს მივხედავთ. წყლის პრობლემაა სოფელში, გზის პრობლემაა სოფელში. ახალგაზრდები აღარ არიან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, შობადობა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი შემოსავალი იყოს. ამას ვპირდებით მოსახლეობას და აუცილებლად შევასრულებთ ამ ყველაფერს”,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.