ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ლევან ბეჟაშვილი
ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტაში ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი ხელისუფლების პასუხისმგბელობას ხედავს. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს რუსული გამოვლენაა, რადგან სწორედ რუსეთი იყო, ვინც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მანიპულაციურ ჭორებს ავრცელებდა.
ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაფინანსებას წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლენა, რუსული ნარატივი. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, თუ მთავარი მოწინააღმდეგე ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობისა ვინ იყო. ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულირებად ჭორებს ავრცელებდა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს ინსტიტუტი მიტოვებულია, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია. ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.