“26 ოქტომბერს ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილის მაფიოზურ ხელისუფლებას“ - გიორგი ბოტკოველი
„26 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც დაფასებული იქნება ყველა მშრომელი ადამიანის შრომა“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს, გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს და მათ საკუთარი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვა გააცნეს.
პრობლემა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ყველგან და ერთი მთავარი რამეა, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ტყუილი დაპირებებით, გარდა იმისა, რომ მთელი წლების განმავლობაში, მთავარს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს, აზიანებს აქ მყოფი ადამიანების ინტერესებს და ყოველდღიურად აღარიბებს მოსახლეობას, ამიტომ დღეს იორმუღანლოშიც, გუშინ, სადაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა, აბსოლუტურად, ერთი და იგივე რამეს ითხოვს მოსახლეობა. მოსახლეობას სჭირდება ქვეყნის გადარჩენა, მშრომელ ადამიანს, გლეხს სჭირდება იმ შრომის დაფასება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეწევა, მაგრამ ბოლოს კაპიკებადაც კი ვერ ასაღებს იმ ნაშრომს, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში მოიწევს.
ამიტომ 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ამისთვის არის მზად და ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილის ამ მავნებლურ, მაფიოზურ ხელისუფლებას და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იქნება ისეთი გარემო, რომელიც პირველ რიგში დააფასებს მშრომელი ადამიანის შრომას“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.