"ილიას გზა" - კოალიცია "ძლიერი საქართველო" საარჩევნო გეგმის პრეზენტაციას მართავს
"ილიას გზა" - ამ წუთებში შერატონ მეტეხი პალასში კოალიცია "ძლიერი საქართველო" საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია იმართება.
ღონისძიება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გახსნა, სადაც კოალიციის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმა, რომელსაც ისინი საზოგადოებას სთავაზობენ, ქვეყნის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მზად ოპოზიცია მართოს ქვეყანა. კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მზადაა ამისთვის. ეს მართვა უნდა იყოს სიკეთის მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლებმაც უნდა დაინახოს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ მათ წინაშე. 3 პოლიტკური ძალა შეჯერდა, რომ სამი მიზანი არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და დღეს ამ მიზნებს საზოგადოებას გავაცნობთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააკეთებენ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოცემული 9 პუნქტის შესრულება იქნება.
20 წლის განმავლობაში 2 ძალა მარტავდა ჩვენს ქვეყანას და სწორედ ამის ალტერნატივა შევქმენით - ძლიერი საქართველო.
დღეს გვინდა წამოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და გეგმა. ალბათ გახსოვთ, ოცნების დაპირებები, ბოლო 12 წლის განვალობაში,- 100 ქარხანა, ბენზიინის ფასის შემცირება, მილიარდებით თანხა სოფლის, 5 ლიიონი თოთოელ სოფელს მეურნეობაში და სხვა, ეს ყველაფერი შეუსრულებელია- ეს ყველაფერი იყო ტყუილზე იყო აგებული და ჩვენ გვიდან წამოგიდნგინოტ რეალური გეგმა და ხედვა, რომელსაც ეს გაერთიანება ტქვენთან ერთად შეასრულებს. ამ ხედვას - ილიას გზა დავარქვით. დღევანდელი განაცხადი უნდა იყოს ილიას გზა, რომელსაც ყველა ერთად შევუდგებით და ნამდვილად შევუსრულებთ იმ მიზანს და სურვილს, რომელიც მას ჰქონდა.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი, რასაც გავაკეთებ იქნება 9-პუნქტიანი გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის. უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, რათა ძალიან მალე გახდეს ქვეყანა ევროპის ოჯახის წევრი. მეორე საკითხი იქნება სამუშო ადგილები და მესამე, ეს არის ბებია-ბაბუების საკითხი, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განუცხდაოს მათ, რომ არ არიან მიტოვებულები. 1000 ლარიანი პენსია, რასაც ვამბობთ, არის შესაძლებელი და უნდა შევუსრულოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ლევან ცუცქირიძის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი, პატივს სცემს ადამიანს, მის უფლებებს.
საქართველოს ბედისწერა არ არის დაუცველობა, სიღარიბე , მარტო იზოლაციაში ყოფნა, ამიტომაც ჩვენი პროგრამის პრიოტრიტეტები არის სწორედ ეს, დაცული მოქალაქეები, სადაც ისეთი სოციალური უსაფრთხოება იარსებებს, რომელიც ღირსეული ცხოვრების, შრომის, სიბერის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ღირსეულ შრომას, ღირსეული ანაზღაურებით.
საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი, პატივს სცემს ადამიანს, მის უფლებებს და ეს ძლიერება მოდის სწორედ ინსტიტუტებიდან, რომლებიც უნდა ამუშავებდნენ სახელმწიფოს სამართლიანად.
ამიტომ, ეს სამი ამოცნა, რომელსაც მიზნად ვისახავთ, ღირსეული პენსია, კარგი სამუშაო ადგილები და ევროკავშირის წევრობა არის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება.
სწორედ ეს წარმოადგენს ილიას “გზას“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ისინი არ უპირისპირდებიან კონკრეტულ ადამიანებს, არამედ უპირისპირდებიან “იმ სტილს, რომელმაც მოიტანა ეს უიმედობა,უზარმაზარი ემიგრაცია, ახალგაზრდების გადინება და უმუშევრობა.“
შევთანხმდით აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, როცა მოვალთ ხელისუფლებაში. პირდაპირ ვეუბნებით ქართველ ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, ჩვენ გვაქვს სუფთა წარსული, კომპეტენცია, ენერგია და სურვილი, რომ ქვეყანა წამოვაყენოთ ფეხზე და წარულს ჩავაბაროთ დაპირისპირება, დამცირება და ქილიკი, ის, რითაც ეს ქვეყანა წინა 20 წელი იმართებოდა.
ჩვენ ვუპირისპირდებით იმ სტილს, რომელმაც მოიტანა ეს უიმედობა და უზარმაზარი ემიგრაცია,ახალგაზრდების გადინება და უმუშევრობა.
ჩვენს შეთანხმებაში ერთ-ერთი არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და ისუტიციის საბჭოს რეფორმა. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდ მნიშვნელობა ანიჭებს პატიოსანი შრომისთვის სამართლიან ანაზღაურებას. ევროკავშირი მხოლოდ რეფორმები, უფლებები და დემოკრატია არ არის, ის არის კეთიდღეობა, რომელსაც ვფიქრობთ ჩვენ.
ჩვენი გეგმაა: სამუშო ადგილები ხალხისთვის, აუცილებელი რეფორმები და 1000 ლარიანი პენსია. ჩვენ ვართ ის ძალა, რომლიც ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა დოლიძემ.