კორძაია: საგარეჯოში წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია - ყველაფერზე პასუხი არის 26 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში
"საგარეჯოში სიარულისას ნათელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უნდათ ევროპული სტანდარტით ცხოვრება", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაიას თქმით, დასავლური ფინანსური მხარდაწერის მიუხედავად, საგარეჯოში წყლის პრობლემა კიდევ გადაუჭრელია, ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით მიიღწევა ის, რაც არამხოლოდ საგარეჯოელებს, არამედ საქართველოს მოსახლეობას სურს.
საგარეჯოში სიარულისას ძალიან ნათელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად ძალიან უნდათ ევროპული სტანდარტით ცხოვრება და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ერთიანობით დავანახოთ, რომ ცვლილებები და წარმატება მოდის ერთიანობით, იმიტომ რომ, ყოველთვის და მუდმივად თუ წარმატებას მიუღწევია საქართველოს, ეს იყო ერთიანობის მეშვეობით. რა თქმა უნდა, გამოწვევები აქაც ძალიან ბევრია, საგარეჯოში წლებია წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, არაერთი დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, და მე მგონია, დროა მოვიკითხოთ სად მიდის ეს დასავლური მხარდაჭერა, რატომ არ აქვთ საგარეჯოელებს წყალი, მაგრამ ყველაფერზე პასუხი არის 26 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში, ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რაც უნდათ საგარეჯოელებს და საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.