რა აქვთ სათქმელი ამერიკელ პოლიტიკოსებს? - ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით იწყებენ
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით იწყებენ - ამერიკელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს დღეს, 9 აგვისტოს, 5 საათზე, ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან. ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებით ჩამოვლენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება წერს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები შეხვედრას მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.