არსებობს ორი არჩევანი: დემოკრატია და ევროპა, ან ავტორიტარიზმი, რაც "ქართული ოცნებაა" - კრევო-ასათიანი
"ერთიანობის" ლიდერი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი საქართველოში ამერიკელი პოლიტიკოსების ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შაჰინისა და ტერნერს ქართველი ხალხისთვის და "ქართული ოცნებისთვის" ჩვენება სურს იმისა, თუ რამხელა პოზიტიური ცვლილებების მიღება შეუძლია საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ დასავლურ საგარეო კურსს აირჩევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არჩევანი ორია, საქმე ეხება ან ნათელ და დემოკრატიულ მომავალს, ან უფსკრულს და ავტორიტარიზმს.
შაჰინი არის ინიციატორი ქართველი ხალხის აქტის სენატში, რომელიც ითვალისწინებს დიდ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ან თუ დემოკრატიული გზა იქნება არჩეული საქართველოში, დიდი ბენეფიტების მიღებას. ზუსტად მაგისთვის ჩამოდის, რომ აჩვენოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, რა რჩევანი არსებობს. არსებობს ორი არჩევანი: სინათლე, დემოკრატია, ევროპა და არსებობს უფსკრული და ავტორიტანიანიზმი, რაც არის "ქართული ოცნება", - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან - ამერიკელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს დღეს, 9 აგვისტოს, 5 საათზე, ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან. ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებით ჩამოვლენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.