საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში - ბაქრაძე

09.08.24 16:22
საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში - ბაქრაძე

"საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობის" ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ გააკეთა.

ლაშა ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების შეცვლისა და საგარეო კურსის ცვლილების მიზნით, ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. 

დავდივართ მთელს საქართველოში, ამჯერად კი საგარეჯოში ვართ. უნდა ავღნიშნო, რომ საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში. 

ხალხს სურს ქვეყანაში შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისაკენ და პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძლაებმა ყველაფერი უნდა  გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხის ეს სურვილი განხორციელდეს, შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და საქართველო დადგეს ერთხელ და სამუდამოდ ცივილიზაციის მხარეს, დასავლეთის მხარეს, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და რომ ყველა იყოს სამართლიანი.

აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და  გადანაწილდეს კეთილდღეობა ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეზე.”- ლაშა ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები