დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური - ბოკუჩავა
"დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, აშშ-ში ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინი, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორია და საქართველოს დიდი მეგობარია უკვე მრავალი წელია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა აშშ-ის სენატში საქართველოსთან ამერიკის პოლიტიკის საკითხებში, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გზავნილებიც პრაქტიკულად იქნება იდენტური ჯო ბაიდენის გზავნილებისა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს სრული შეთანხმება აშშ-ში კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლება, პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან - ამერიკელი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს დღეს, 9 აგვისტოს, 5 საათზე, ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან. ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებით ჩამოვლენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.