ყველას ყელში აქვს ამოსული "ქართული ოცნების" მმართველობა - ჯაფარიძე
"ყველას ყელში აქვს ამოსული "ქართული ოცნების" მმართველობა" - ამის შესახებ განცხადებია "ერთიანობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ გააკეთა.
გია ჯაფარიძის თქმით, საგარეჯო ადგილობრივებისგან იცლება, რადგან ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილები არ არის.
საგარეჯოში ვართ, ვმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ მოქალაქეებთან, ჩვენი კამპანიის ფარგლებში.
ვიტყოდი, რომ განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ყველას ყელში აქვს ამოსული “ქართული ოცნების” მმართველობა.
ადამიანები ითხოვენ ერთიანობას, უმეტესობა, 80% ვისაც ვესაუბრეთ, ყველა საუბრობს ერთიანობაზე. ერთი რამე რაც ძალიან თვალში საცემია ეს არის, სიღარიბე რასაც მოქალაქეები აღნიშნავენ და ეს არის უმუშევრობა.
ასევე ისიც, რომ იცლება საგარეჯო ახალგაზრდებისგან, არ არის სამუშაო ადგილები. “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობა არანაირ პერსპექტივას არ ტოვებს აქ მაცხოვრებელთათვის. ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით, ჩვენ უნდა შევცვალოთ ვითარება, როგორც საგარეჯოში, ასევე მთლიანად საქართველოში.”- აცხადებს გია ჯაფარიძე.