"ოცნება" ამტკიცებს, რომ ბაობაბების გახმობა “ენმ“-ს და პრეზიდენტის ბრალია
დენდროლიგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებას "ქართული ოცნება" სრულად იზიარებს. არჩილ გოდულაძე ამტკიცებს, რომ ბაობების გახმობა "ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის ბრალია, რადგან ისინი ყოველმხრივ ცდლობდნენ, რომ ხეების გადმორგვის პროცესი შეფერხებულიყო.
ამასთან, სახელისუფლები გუნდის წევრი ენმ-ს ემუქრება და ამბობს, რომ მათ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემა მოუწევთ.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამწუხაროდ, პრეზიდენტიც ჩართულები არიან, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, როგორმე შეჩერდეს. მათი ტელევიზიები ჩართულები იყვნენ, და საუბრობდნენ, რომ თურმე მოითხარა ბაობაბები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში და მათი ტრანსპორტირება არაფრით არ შეიძლებოდა საქართველოში, რასაც შემდეგ მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტის კონტაქტი კენიის ხელისუფლებასთან. არ მოხდა ხეების შესაბამისი პირობების დაცვით დარგვა, რადგან დროში იყო გაჭიანურებული და ამ პროცესის გამო, საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ხეები გამხმარია.
“ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არა მარტო საზოგადოების, არამედ სასამართლოს წინაშეც დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებულ საკითხებთან, რომელიც იარსებებს“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კენიდააან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბები გახმა - რვა ხე, რომელიც ჯერ ამოთხარეს, შემდეგ ზღვაა და ხმელეთი მოატარეს, ბოლოს კი დენდროლოგიურ პარკშიი დარგეს, აღარაფრად ვარგა.
დენდროლოგიური პარკი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხეების გადმორგვა “დროშიი ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო გაიწელა“.
თუმცა ფაქტია,რომ თავდაპირელად ლიცენზიის მოქმედება კენიის ხელისუფლებამ შეაჩერა, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა.