არ გადასცეთ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს - IPI "ოცნებას"
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
IPI კატეგორიულად მოითხოვს, აფგან სადიგოვი, რომელიც აზერბაიჯანიდან მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო გამოიქცა, ოფიციალურ ბაქოს არ გადასცენ.
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) უერთდება MFRR-ის პარტნიორ ორგანიზაციებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს და გაათავისუფლოს იგი საექსტრადიციო პატიმრობიდან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა მისცეს სადიგოვს უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო და გადავიდეს მესამე ქვეყანაში,” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) და პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF).
ცნობისთვის, "აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება.
საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.