ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის პრეზიდენტთან შეხვედრა დაიწყო
სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დაიწყო - პრეზიდენტი ამერიკელ პოლიტიკოსებს ათონელის რეზიდენციაში მასპინძლობს.
არსებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა შაჰინი და ტერნერი ამერიკის ორმხრივი დახმარების შესაძლო შეჩერებაზეც ისაუბრებენ.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდებიან, ხოლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ.
ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებს გააჟღერებენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.