"ნაცების წყევლამ გაახმო" - იაგო ხვიჩია ბაობაბებზე
დენდროლოგიური პარკის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაობაბების გახმობა ენმ-ს ბრალია, იაგო ხვიჩია "თავის მართლებად" აფასებს. ოპოზიციის წევრი საკითხს ირონიულად ეხმიანება და ამბობს, რომ საუკუნოვანი ხეები "ენმ-ს წყევლამ გაახმო".
ორი ვერსია შეგვიძლია დავუშვათ ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით: პირველი, რომ ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაში-ც კი, ან მეორე ვარიანტია, რომ “ნაცების“ წყევლამ ხე გაახმო. ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა ჩვენ არა დაგვაბრალოთ 2 წელი კარგად რომ ვერ მოვუარეთო, ნაცებს დააბრალეთო“,- ამბობს იაგო ხვიჩია.
კენიდააან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბები გახმა - რვა ხე, რომელიც ჯერ ამოთხარეს, შემდეგ ზღვაა და ხმელეთი მოატარეს, ბოლოს კი დენდროლოგიურ პარკშიი დარგეს, აღარაფრად ვარგაა.
დენდროლოგიური პარკი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხეების გადმორგვა “დროშიი ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო გაიწელა“.