ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გადაიდო - რა გახდა მიზეზი?
რატომ ჩაიშალა ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა? - ჯინ შაჰინის, მაიკ ტერნერისა და პრემიერის აუდიენცია დღეს აღარ შედგება.
მთავრობის ადმინისტრაციიდან მედიას ეუბნებიან, რომ სენატორმა დაიგვიანა, გვიან კი მთავრობის მეთაურს არ სცალია. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ხალხის დაცვის აქტის ავტორი კანცელარიაში ხვალ მივა, საათი კი უცნობია.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ.
ახლა მთავარი კითხვაა, რა გზავნილებს გააჟღერებენ ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში.