ივანიშვილის ბაობაბების ამბის ცუდი ფინალი - კენიიდან საქართველოში ჩამოტანილი უნიკალური ხეები გახმა
ვინ გაახმო ოლიგარქის საოცნებო ბაობაბები? - ივანიშვილს თუ დავუჯერებთ, მთელი სერიოზულობით ამტკიცებს, რომ ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისთვის არასასურველმა მედია საშუალებებმა გააკეთეს. ამიტომ ოპოზიციური პარტიის მიმართ კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება დაანონსდა. ოლიგარქის გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" გასამართლებას აგვისტოს ომზე და ახლა უკვე ბაობაბების სკანდალზეც ერთობლივად უანონსებს.
ოლიგარქის ბაობაბების ამბის ცუდი ფინალი დღეს გაცხადდა. კენიიდან ჩამოტანილი უნიკალური ხეები, რომლებიც, დაახლოებით, 4 ათას წელს ცოცხლობს, დენდროლოგიურ პარკში 10 თვეში გახმა. რვიდან ვერცერთი გადარჩა. არადა ივანიშვილმა ბაობაბების ჩამოსატანად მთელი კენია ააწრიალა და დასავლეთ საქართველოს პარალიზება მოახდინა, რომ როგორმე ხეები დენდროლოგიურში მიეტანა. ახლა გიგანტური ხეების ადგილი მძიმე ტექნიკით არის მოსწორებული.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.