პრემიერთან შეხვედრა გადადებულია - რაზე ისაუბრეს ამერიკული დელეგაციის წევრებმა პრეზიდენტთან (უახლესი ცნობები)

09.08.24 20:00
პრემიერთან შეხვედრა გადადებულია - რაზე ისაუბრეს ამერიკული დელეგაციის წევრებმა პრეზიდენტთან (უახლესი ცნობები)

ორპარტიული ამერიკული დელეგაციისა და ირაკლი კობახიძის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა - თბილისში ჩამოსული ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი პირდაპირ ათონელის რეზიდენციაში, პრეზიდენტთან მივიდნენ. ამის შემდეგ ამერიკელი პოლიტიკოსები წესით კანცელარიაში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ არ წავიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დელეგაციამ დაიგვიანა, გვიან პრემიერს არ ეცალა და ამიტომ კობახიძემ შეხვედრა გადადო.

ამით პრემიერმა სიმშვიდის საათები ოდნავ გაიხანგრძლივა. კობახიძემ კარგად იცის, რომ საუბარი სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან მარტივი არ იქნება. რუსული კანონის ავტორ პრემიერს მოუწევს, პირადად მოისმინოს, რა მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება "ოცნების" მთავრობას საქართველოს კურსის ცვლილება. შაჰინი ის სენატორია, რომელმაც კანონპროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად და ივანიშვილის გუნდისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით სენატში შეიტანა. ამ ვიზიტს კი წინ პრეზიდენტ ბაიდენის წერილი და "ოცნების" უმწვავესი კრიტიკა უძღოდა.

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და ამერიკული დელეგაციის წევრებმა - ანა მდივანია პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები