ივანიშვილის ოჯახის მოსკოვური რეზიდენციები - აღმოჩენილია ქართველი ოლიგარქის რუსული ქონება
ქართველი ოლიგარქის რუსული ქონება - აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის ვილები და მიწის ნაკვეთები ოკუპანტ ქვეყანაში. მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში 2 კერძო სახლი, ცხრა მიწის ნაკვეთისგან შემდგარი ტერიტორია, სამი ავტოფარეხით და 9 ნაგებობით. ქონების დიდი ნაწილი ივანიშვილის ცოლისა და შვილის სახელზე ბოლო წლებში ფორმდებოდა. სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთი სისხლისმღვრელ ომს აწარმოებდა უკრაინაში, ოლიგარქი მთელ ცხოვრებას ოკუპანტ სახელმწიფოში იწყობდა.
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ოლიგარქის რუსული ქონების საბაზრო ღირებულება 14 მილიონ დოლარზე მეტია. ივანიშვილების ოჯახი რუსეთში არსებულ სახლებს აქირავებენ, მიღებულ შემოსავალს კი შტატების მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკით განკარგავენ. არადა ივანიშვილი ხალხს ხელისუფლებაში მოსვლამდე უმტკიცებდა, რომ რუსეთში არანაირ ქონებას აღარ ფლობდა. ოლიგარქმა დიდი ტყუილი თქვა. ფაქტია, რომ მას ქონების დაგროვება აგრესორ ქვეყანაში არასდროს შეუწყვიტავს.