პრეზიდენტსა და ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა დასრულდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა?
სალომე ზურაბიშვილსა და ორპარტიულ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა დასრულდა - როგორც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ამასთან, პრეზიდენტის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და რუსული ოკუპაცია იყო.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
მათი ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია შტატების მტკიცე მხარდაჭერის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვედრა, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდათ, რის შემდეგაც პრემიერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მათი შეხვედრა გადაიდო.
მთავრობის ადმინისტრაციიდან მედიას ეუბნებიან, რომ სენატორმა დაიგვიანა, გვიან კი მთავრობის მეთაურს არ სცალია. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ხალხის დაცვის აქტის ავტორი კანცელარიაში ხვალ მივა, საათი კი უცნობია.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ.