ჩემი ხმა ევროკავშირს - კიდევ ერთი გაერთიანება, რომელიც გადამწყვეტ არჩევნებზე ხმებს დაიცავს
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "დღის ამბების" ეთერში სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა ევროკავშირის" მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, საქართველოს თითოეული მოქალაქე აქტიურად აკვირდებოდეს საარჩევნო პროცესს.
ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე სასურველი შედეგის მისაღებად მესამე სექტორმა საკუთარი რესურსის სრული მობილიზაცია გამოაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველამ გავაერთიანოთ რესურსები იმისათვის, რომ განვახორციელოთ საყოველთაო სახალხო დაკვირვება. ეს იყოს არა რომელიმე ორგანიზაციის დაკვირვება, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვება, რომელსაც აქტიური საზოგადოება წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, დავფაროთ ყველა საარჩევნო უბანი. ახლა იქნება რეფერენდუმი, ხალხი დაუჭერს ევროინტეგრაციის გაწყვეტის პროცესს მხარს, თუ არ დაუჭერს. ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხი, თავად იიყოს ამ პროცესის მონაწილე, თავად უყურონ, როგორ ტარდება არჩევნები", - ამბობს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, მესამე სექტორმა სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა ევროკავშირს" შექმნა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა უფლება, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემთხვევაში, გადამწყვეტ არჩევნებს დააკვირდეს.